ვიქტორ ვალდესმა გუშინ, პრიმერა დივიზიონში მე-300 მატჩი გამართა. მისი დებიუტი 2002 წლის 1 სექტემბერს შედგა. ”ბარსას” მეტოქე იმ შეხვედრაშიც ”ატლეტიკო” იყო. აქვე გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს.
- ”ბარსას” კიპერმა 300 მატჩში 243 გოლი გაუშვა, რაც საშუალოდ 0.81 გოლს ნიშნავს. საერთო ჯამში ”ბარსას” რიგებში მას 415 მატჩი აქვს გამართული.
- შემდეგ შაბათს, ”სპორტინგთან” ვალდესს შეუძლია ანდონი სუბისარეტას რეკორდი გაიმეოროს, რომელმაც პრიმერაში 301 მატჩი გამართა. ”ბარსაში” ჩატარებული მატჩების საერთო რაოდენობით ვიქტორმა ანდონის უკვე 5 მატჩით გაუსწრო.
- მასკერანომ წელს მხოლოდ ”რეალ სოსიედათან” მატჩი გამოტოვა. ”ატლეტიკოსთან” მატჩში ის ცენტრალურ მცველად მოგვევლინა.
- ბუსკეტსმა ევროპის სუპერთასის შემდეგ ყველა მატჩი ძირითადში დაიწყო. მონაკოში სერხიო სათადარიგო სკამზე იჯდა.
- ვილიამ ”ნოუ კამპზე” გამართულ უკანასკნელ სამ მატჩში თავი ყოველ ჯერზე გამოიჩინა. ”ოსასუნასთან” მან 2 გოლი გაიტანა, ერთი ”მილანთან” და ერთი ”ატლეტიკოსთან”.
- ”ატლეტიკო” იმ მცირერიცხოვან გუნდების სიას მიეკუთვნებოდა, რომლისთვისაც ვილიას ”ბარსას” ფეხბურთელის რანგში გოლი გატანილი არ ქონდა. ახლა ვილიას გოლი გასატანი დარჩა ”სარაგოსასთვის”, ”ლევანტესთვის”, ”ვალენსიასთვის” და პრიმერაში წელს ამოსული სამი გუნდისთვის.
- პიკემ წელს ჩემპიონატში პირველი მატჩი გამართა. გუშინ 5 წელი გავიდი იმ დღიდან, როცა მისი დებიუტი შედგა ესპანეთის ჩემპიონატში. მაშინ ის ”სარაგოსას” რიგებში ირიცხებოდა.
- პრიმერაში გამართული საშინაო მატჩები ”ბარსას” უხვგოლიანობით გამოირჩევა: 5:0 ”ვილიარეალთან”, 8:0 ”ოსასუნასთან” და 5:0 ”ატლეტიკოსთან”. საერთო ჯამში 18 გოლი და საკუთარ კარში არცერთი.
- პრიმერაში ”ნოუ კამპზე” ”ბარსას” გოლი აპრილის შემდეგ არ გაუშვია. უკანასკნელად ”ნოუ კამპზე” გოლი ”ალმერიამ” გაიტანა.
|