ვიქტორ ვალდესმა გუშინ, პრიმერა დივიზიონში მე-300 მატჩი გამართა. მისი დებიუტი 2002 წლის 1 სექტემბერს შედგა. ”ბარსას” მეტოქე იმ შეხვედრაშიც ”ატლეტიკო” იყო. აქვე გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს.
- ”ბარსას” კიპერმა 300 მატჩში 243 გოლი გაუშვა, რაც საშუალოდ 0.81 გოლს ნიშნავს. საერთო ჯამში ”ბარსას” რიგებში მას 415 მატჩი აქვს გამართული.
- შემდეგ შაბათს, ”სპორტინგთან” ვალდესს შეუძლია ანდონი სუბისარეტას რეკორდი გაიმეოროს, რომელმაც პრიმერაში 301 მატჩი გამართა. ”ბარსაში” ჩატარებული მატჩების საერთო რაოდენობით ვიქტორმა ანდონის უკვე 5 მატჩით გაუსწრო.
- მასკერანომ წელს მხოლოდ ”რეალ სოსიედათან” მატჩი გამოტოვა. ”ატლეტიკოსთან” მატჩში ის ცენტრალურ მცველად მოგვევლინა.
- ბუსკეტსმა ევროპის სუპერთასის შემდეგ ყველა მატჩი ძირითადში დაიწყო. მონაკოში სერხიო სათადარიგო სკამზე იჯდა.
დარეგისტრირებული:
სულ: 5 ახალი ამ თვეში: 3: ახალი ამ კვირაში: 1 ახალი გუშინ:0 ახალი დღეს:0 მათ შორის:: ადმინი:1 მოდერატორი:0 აუდირებული:0უბრ: მომხ:4 მათ შორის: