თანაგუნდელები, ნაკრების გუნდელები, მეტოქე გუნდის ფეხბურთელები, ვეტერანი ფეხბურთელები - ყველანი აღტაცებულები არიან ნიჭითა და მაგიით არგენტინელი ფეხბურთელისა, რომელიც უკვე გახდა ისეთი ფიგურა, რომელიც სხვა დანარჩენზე მაღლა დგას.
ჩავი: "ყველაზე საუკეთესო ისაა, თუ როგორ ესმის მას თამაში."
რამალეტსი: "ის კუბალას ჰგავს, თუმცა გაცილებით უფრო არაპროგნოზირებადია."
მასკერანო: "ჩვენ გვაქვს პატივი ვუყუროთ იმას, რაც ისტორიის ნაწილი იქნება."
ვილია: "ის დაამხობს ყველა რეკორდს, იმიტომ, რომ მას არ აქვს საზღვრები."
კარლოს კუბალა: "როგორც მამაჩემის, ასევე ლეოს საუკეთესო თვისებაა თავმდაბლობა."
დანი ალვეში: "მეტოქე გუნდის მეკარის მიმართ მისი გულგრილობა უბრალოდ სასწაულია."
სესკმა ვარჯიშის დროს ტრავმა მიიღო და ის სავარაუდოდ 3 კვირას იუქმებს. ფებრეს მარჯვენა ფეხი დაუზიანდა. ''ბარსას'' ტრავმირებულთა რიცხვს, კიდევ ერთი ფეხბურთელი მიემატა, სესკის სახით.
''ბარსას'' ტრავმირებული ფეხბურთელები: ალექსისი, აფელაი, ინიესტა და უკვე სესკი. კიდევ ერთი: ''ხოხონის სპორტინგთან'' გუნდს ასევე კარლეს პუიოლიც ვერ დაეხმარება. ისიც ტრავმირებული გახლავთ. ის ჩემპიონთა ლიგის მატჩში, "ბატე ბორისოვის" წინააღმდეგ თამაშისას დაშავდა. იმედია, ყველა მალე გამოჯამთელდება.
ვიქტორ ვალდესმა გუშინ, პრიმერა დივიზიონში მე-300 მატჩი გამართა. მისი დებიუტი 2002 წლის 1 სექტემბერს შედგა. ”ბარსას” მეტოქე იმ შეხვედრაშიც ”ატლეტიკო” იყო. აქვე გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს.
- ”ბარსას” კიპერმა 300 მატჩში 243 გოლი გაუშვა, რაც საშუალოდ 0.81 გოლს ნიშნავს. საერთო ჯამში ”ბარსას” რიგებში მას 415 მატჩი აქვს გამართული.
- შემდეგ შაბათს, ”სპორტინგთან” ვალდესს შეუძლია ანდონი სუბისარეტას რეკორდი გაიმეოროს, რომელმაც პრიმერაში 301 მატჩი გამართა. ”ბარსაში” ჩატარებული მატჩების საერთო რაოდენობით ვიქტორმა ანდონის უკვე 5 მატჩით გაუსწრო.
- მასკერანომ წელს მხოლოდ ”რეალ სოსიედათან” მატჩი გამოტოვა. ”ატლეტიკოსთან” მატჩში ის ცენტრალურ მცველად მოგვევლინა.
- ბუსკეტსმა ევროპის სუპერთასის შემდეგ ყველა მატჩი ძირითადში დაიწყო. მონაკოში სერხიო სათადარიგო სკამზე იჯდა.
დარეგისტრირებული:
სულ: 5 ახალი ამ თვეში: 3: ახალი ამ კვირაში: 1 ახალი გუშინ:0 ახალი დღეს:0 მათ შორის:: ადმინი:1 მოდერატორი:0 აუდირებული:0უბრ: მომხ:4 მათ შორის: