შაბათს საღამოს, "კამპ
ნოუზე" გამართულ მატჩში, ლეო მესიმ სამჯერ დალაშქრა ოსასუნას კარი. გარდა
ამისა, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა საგოლე გადაცემებიც განახორციელა და
სოლიდური წვლილი შეიტანა სეზონის პირველ უდიდეს გამარჯვებაში – 8:0.
გუშინ შესრულებული ჰეთ–თრიკით, მესის მიმდინარე სეზონის შვიდ ოფიციალურ
შეხვედრაში ცხრა გატანილი გოლი დაუგროვდა, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია.
გასულ სეზონში ლეომ ოთხჯერ შეასრულა ჰეთ–თრიკი. მესის ერთ–ერთი მსხვერპლი
მადრიდის "ატლეტიკო" გახდა (3:0). ასევე იყო "ბეტისი", კოპა დელ რეის
პირველ მეოთხედ–ფინალურ შეხვედრაში (5:0). ესპანეთის სუპერთასში, რომელიც
"ბარსამ" 4:0 მოიგო, მესიმ მეტოქე "სევილია" სამი გოლით დააჯილდოვა.
"რწყილმა" ძლიერ დაამწუხრა ისედაც სასოწარკვეთილი "ალმერია", რომელმაც
კატალონიელებისგან საკუთარ მოედანზე საშინელი მარცხი იწვნია – 0:8.
სრულად:
http://barcamania.ge/index.php?newsid=10024Copyright © Barcamania.Ge